მთავარიტურებისასტუმროებიბილეთებიკურორტებისაქართველო
საქართველოს შესახებმანძილები ქალაქებს შორისსაქართველოს რუკათბილისისაქართველოს რეგიონებიცნობილი ადამიანები საქართველოზეეკონომიკაფლორაფაუნაისტორიარელიგიაფოლკლორიდამწერლობა და ლიტერატურასამზარეულოქართული ღვინოარქიტექტურაისტორიული ძეგლებიეთნოგენეზიქართული ენაქართველთა ხასიათისტუმარ–მასპინძლობა, სუფრასამოსი
ჩვენს შესახებკონტაქტი 
 
საქართველო
 საქართველოს შესახებ
 მანძილები ქალაქებს შორის
 საქართველოს რუკა
 თბილისი
 საქართველოს რეგიონები
 შიდა ქართლი
 ქვემო ქართლი
 კახეთი
 თუშეთი
 სამცხე - ჯავახეთი
 იმერეთი
 რაჭა - ლეჩხუმი
 სამეგრელო
 სვანეთი
 გურია
 აჭარა
 აფხაზეთი
 ცხინვალი
 მცხეთა - მთიანეთი
 ცნობილი ადამიანები საქართველოზე
 ეკონომიკა
 ფლორა
 ფაუნა
 ისტორია
 რელიგია
 ფოლკლორი
 დამწერლობა და ლიტერატურა
 სამზარეულო
 ქართული ღვინო
 არქიტექტურა
 ისტორიული ძეგლები
 ეთნოგენეზი
 ქართული ენა
 ქართველთა ხასიათი
 სტუმარ–მასპინძლობა, სუფრა
 სამოსი
 
თქვენ იმყოფებით:  საქართველო თბილისი
თბილისი

 


თბილისი, რომელსაც ევროპისა და აზიის გულსაბნევს უწოდებენ, კავკასიის რეგიონისა და საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალურ-კულტურული და სატრანსპორტო ცენტრია. იგი ისტორიულიაბრეშუმის გზისერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს.

V საუკუნეში, ქალაქის დაარსების ლეგენდა სანადიროდ წასულ მეფესთან, ვახტანგ გორგასალთანაა, დაკავშირებული. „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) გოგირდის წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზეგოგირდისაბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია.

ვახტანგ გორგასლის მემკვიდრე დაჩიმ (VI ს.) დაამთავრა ქალაქის გალავნის აგება, და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქიმცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. თუმცა, უნდა აღინიშnოს ისიც, რომ თბილისში ცხოვრების პირველი კვალი ჩვ. წ-მდე III ათასწლეულში ფიქსირდება.

თბილისი, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდ. მტკვრის ორივე ნაპირზე. (ზღვის დონიდან 380-600 მ-ზე). ტერიტორიის ფართობი 360 კვ. კმ გეოგრაფიული კოორდინატები: ჩრდილოეთი განედის 41°41’ და აღმოსავლეთ გრძედის 44°47’. თბილისის განედზე მდებარეობენ: რომი, ბარსელონა, ტაშკენტი, ხოლო მერიდიანზე ვოლგოგრადი, ბაღდადი და სხვ.

თბილისი მესამე სასაათო ზოლშია და 4 საათით უსწრებს გრინვიჩის დროს.

რელიეფში გამოსაყოფია მთაწმინდის ქედი, სადაც გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი. (აბსოლუტური სიმაღლე 727 მ). ფუნიკულიორის ზედა სადგურთან აღმართულია სატელევიზიო ანძა, რომელიც ქალაქის ერთგვარი სიმბოლოა.

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12°. ყველაზე ცხელი თვეების (ივლისი, აგვისტო) ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 24°;

ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 555 მმ.

ქარის მაქსიმალური სიჩქარე ფიქსირდება მარტში 15 მ/წ.

წყლის მთავარი არტერიაა მდ. მტკვარი თავისი მცირე შენაკადებით (დიღმისწყალი, ვერე, წავკისისწყალი, გლდანისხევი, ლოჭინი); ასევე ლისის ტბა, კუს ტბა და ხელოვნური წყალსატევი „თბილისის ზღვა“;

ნიადაგი: რუხი ყავისფერი, წაბლა, შავმიწა, ტყის ყომრალი და სხვ.

ქალაქში შემცირებულია ტყის ფართობები. გაშენებულია ხელოვნური ტყე (ფიჭვნარი). ქალაქის ტყე პარკებში მრავლადაა დეკორატიული მცენარეები.

სასარგებლო წიაღისეული: კერამიკული თიხები, გაჯი და სხვ.

ქალაქიდან მოშორებით მთის ფერდობებეზე გაშენებულია კლიმატური კურორტები: წყნეთი, კოჯორი, წავკისი, კიკეთი, მანგლისი.

ქალაქის ერთ-ერთი მშვენებაა ბოტანიკური ბაღი, რომელიც 156 ჰა მოიცავს. მისი გაშენება დაახლოებით 1625 წელს დაიწყო. აქ დაახლოებით 5000 მდე მცენარეა.

1927 წელს დაარსდა ზოოპარკი.

დასვენება-გაჯანსაღება: მუშტაიდი, მთაწმინდა, ვეის პარკები, ზოოპარკი, მზიური, ბოტანიკური ბაღი, გოგირდის აბანოები, ლაგუნა ვერე, კუს ტბა, „თბილისის ზღვა“;

მოსახლეობა მილიონზე მეტია. ქუჩების რაოდენობა 2400;

ალაქის მოსახლეობის 85%ქრისტიანია, მათგან უმეტესობამართლმადიდებელია. მიმდევრები ჰყავსრუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასადასომხურ სამოციქულო ეკლესიას.კათოლიკები,ლუთერანები,ბაპტისტებიდა სხვაქრისტიანული დენომინაციები უმცირესობას წარმოადგენენ. მოსახლეობის გარკვეული ნაწილიისლამსმისდევს (8%). თბილისელთა დაახლოებით 2%იუდეველია. ქალაქში დაახლოებით 20-30 ათ.ქურთიცხოვრობს, რომელთა 61%იეზიდია.

ქალაქი ისტორიულად ცნობილია მულტიკულტურალური გარემოთი და ტოლერანტულობით. ქალაქის თბილისის ძველ უბან, კალაში, რამდენიმე საუკუნეა გვერდიგვერდ დგას ქართული მართმადიდებლური ეკლესია, სომხური გრიგორიანული სალოცავი, სინაგოგა და მეჩეთი, რომელშიც სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ. ამავე უბანშია ცეცხთაყვანისმცემლობის საკულტო ნაგებობის ნაშთი „ათეჟგა“;

ქალაქის უმნიშვნელოვანესი ღირშესანიშნაობებია:

თბილისის ციხე-ნარიყალა. იგი სხვადასხვა სახელით ჯერ კიდევ IV ს-დან გვხვდება. მას ჰქონდა უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ციხე მრავალგზის იქნა მტერთა მიერ აოხრებული.

მეტეხის ეკლესია. იგი დგას მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის დიდგუმბათიანი ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია და აგებულია XIII საუკუნეში, მეფე დემეტრე II თავდადებულის დროს. ეზოში დგას მეფის ვახტანგ გორგასლის ძეგლი.

სიონის საკათედრო ტაძარი - ღვთისმშობლის მიძინების ეს ეკლესია აგებულია VI ს-ში. იგი ბევრჯერ დაანგრიეს მტრებმა, საბოლოო სახე მიიღო XVII-XVIII სს-ში. ეკლესიის ეზოში დგას 1425 წ. აგებული სამრეკლო, თბილისი. სიონის ქ. 4.

ჯვარის მამა - ეს პატარა, მშვენიერი გუმბათიანი ეკლესია ზოგიერთი მოსაზრებით VI ს.-ის ძეგლია, რომელიც XIII ს- ში დაანგრიეს მონღოლებმა. ლესელიძის ქუჩა #41.

ანჩისხატი - ეს მშვენიერი ბაზილიკა VI ს-ში აგებულია ვახტანგ გორგასლის შვილის დაჩის მიერ. ეწოდებოდა წმ. მარინეს სახელი. XVII ს-ში აჩნიდან ჩამოტანილი იქნა იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი. ამის შემდეგ ეკლესიას ეწოდა ანჩის ხატი. ტაძარი მდებარეობს შავთელის ქუჩაზე.

ლურჯი მონასტერი - ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია აშენებულია XII ს-ში თამარ მეფის დროს, იგი დაუნგრევიათ მონღოლებს. დღევანდელი სახე მიიღო 1873

თბილისის სამების ეკლესია. აგებულია 1790 წელს, გუმბათიანია და მოხატული. 1863 წლის 10 აგვისტოს აქ დაიწერეს ჯვარი ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა. დგას გრ. აბაშიძის ქუჩაზე, #6.

მამადავითის ეკლესია. დგას მთაწმინდაზე, აქ ჯერ კიდევ VI ს-ში ასურელ მამა დავითს სენაკი გამოუქვაბავს. დღევანდელი ეკლესია აგებულია 1542 წ. იგი გუმბათიანია და მოხატული. მის ეზოშია მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

ქაშვეთის ეკლესია. დღევანდელი ტაძრის ადგილას VI ს-ში იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული ეკლესია. ძველი ეკლესია მლოცველებს ვეღარ იტევდა, ამიტომ 1753 წელს დაასრულეს ახალი ტაძარი. დღევანდელი ეკლესია კი აგებულია 1910 წელს. ტაძარი დგას რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ.

დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესია. შუა საუკუნეებში დიდუბეში ყოფილა მეფის სასახლე, ეკლესია, ბაღები, სხვათა შორის დიდუბეში იქორწინა თამარ მეფემ დავით სოსლანზე 1189 წელს. დიდუბის ახალი ეკლესია აგებულია 1884 წ. აქვს კარგი მოხატულობა, მდებარეობს წერეთლის გამზირზე. დიდუბის ეკლესიის გვერდით არის დიდუბის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

თბილისი დიდად დაამშვენა წმ. სამების სახელობის საკათედრო გრანდიოზულმა ტაძარმა (სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მ., ხოლო საძირკვლიდან ჯვრის ჩათვლით 97,5 მ).

ქალაქს გადმოყურებს „ქართლის დედა“--მონუმენტური ქანდაკება რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.

თბილისს განაგებსსაკრებულოდათბილისის მერი. თბილისის საკრებულო არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოა და ყოველ ოთხ წელიწადშიაირჩევა. თბილისის მერი არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით.დმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია ექვს რაიონად.

თბილისი მსხვილი სამეცნიერო ცენტრია. აქ მდებარეობს მეცნიერებათა აკადემია და შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი და სხვ.

თბილისი ქვეყნის უდიდესი თეატრალური ცენტრია. აქ განთავსებულია:ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი,შოთა რუსთაველისადაკოტე მარჯანიშვილის სახელობისაკადემიური დრამატული თეატრები,ა. გრიბოედოვის სახ. რუსულიდა. ადამიანის სახ. სომხური დრამატული თეატრები,ვ. აბაშიძის მუს. კომედიის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა ქართულიდა რუსული თეატრები, თოჯინების ქართულიდა რუს. თეატრები,მინიატურების სახელმწიფო თეატრი, პანტონიმის თეატრი, ცირკი, ფილარმონია, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია.

მუზეუმები: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი (რუსთაველის გამზ. #3), დაარსდა 1852 წელს; შ. ამირანაშვილი სახ. ხელოვნების მუზეუმი (ლ. გუდიაშვილის #1), დაარსდა 1920 წ; ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (სიონის ქ.#8). მუზეუმი დაარსდა 1910 წ; გ. ჩიტაიას სახელობის ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი (კუს ტბის გზატკეცილი 1). დაარსდა 1966 წელს; საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი. რუსთაველის 3. მუზეუმი გაიხსნა 2006 წელს; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. გ. ჭანტურიას ქ. #8. დაარსდა 1930 წ; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. კარგარეთელის ქ. #6. მუზეუმი დაფუძნებულია 1927 წ; საქართველოს ეროვნული გალერეა. რუსთაველსი გამზ. 11. დაარსდა 1917 წ; ქართული სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი. ერეკლეს მოედანი 10. დაფუძნებუილია 1975 წ; ფულის მუზეუმი. გ. ლეონიძის ქ. 3/5. გაიხსნა 2002 წ; დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი. ანტონ კათალიკოსის ქ. #3; სპორტის მუზეუმი. ი. ჭავჭავაძის გამზ. 49; საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი. აღმაშენებლის გამზ. 65.

თბილისშივეა ქალაქის უმთავრესი სპორტული არენებიც: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე, საწყლოსნო სპორტული კომპლექსი „ოლიმპიკი“ და სხვ.



View Larger Map

 
 
 
გალერეა