მთავარიტურებისასტუმროებიბილეთებიკურორტებისაქართველო
საქართველოს შესახებმანძილები ქალაქებს შორისსაქართველოს რუკათბილისისაქართველოს რეგიონებიცნობილი ადამიანები საქართველოზეეკონომიკაფლორაფაუნაისტორიარელიგიაფოლკლორიდამწერლობა და ლიტერატურასამზარეულოქართული ღვინოარქიტექტურაისტორიული ძეგლებიეთნოგენეზიქართული ენაქართველთა ხასიათისტუმარ–მასპინძლობა, სუფრასამოსი
ჩვენს შესახებკონტაქტი 
 
ტურები საქართველოში
ტურის კატეგორია:

ქვეყანა/რეგიონები:

რეგიონები/ქალაქები:
შიდა ქართლი
ქვემო ქართლი
კახეთი
სამცხე - ჯავახეთი
იმერეთი
რაჭა - ლეჩხუმი
სამეგრელო - ზემო სვანეთი
გურია
აჭარა
აფხაზეთი
მცხეთა - მთიანეთი
თბილისი
ექსკლუზიური
 

 
თბილისი
ექსკურსიები
 

                                                თბილისი  ტური

 

თბილისი––რომელსაც ევროპისა და აზიის გულსაბნევს უწოდებენ,  კავკასიის რეგიონისა და საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალურ-კულტურული და სატრანსპორტოცენტრია. იგი ისტორიული აბრეშუმის გზის" ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს.

                V საუკუნეში, ქალაქის დაარსების ლეგენდა სანადიროდ წასულ მეფესთან, ვახტანგ გორგასალთანაა, დაკავშირებული. თბილი" (ძვ. ქართულადტფილი") გოგირდის წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი აბანოთუბანია.

                ვახტანგ გორგასლის მემკვიდრე დაჩიმ(VI .) დაამთავრა ქალაქის გალავნის აგება, და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თბილისში ცხოვრების პირველი კვალი ჩვ. წ–მდე III ათასწლეულში ფიქსირდება

                რელიეფში გამოსაყოფია მთაწმინდის ქედი, სადაც გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი. (აბსოლუტური სიმაღლე 727 მ). ფუნიკულიორის ზედა სადგურთან აღმართულია სატელევიზიო ანძა, რომელიც ქალაქის ერთგვარი სიმბოლოა.

                წყლის მთავარი არტერიაა მდ. მტკვარი თავისი მცირე შენაკადებით (დიღმისწყალი, ვერე, წავკისისწყალი, გლდანისხევი, ლოჭინი); ასევე ლისის ტბა, კუს ტბა და ხელოვნური წყალსატევი „თბილისის ზღვა

                ქალაქის ერთ–ერთი მშვენებაა ბოტანიკური ბაღი, რომელიც 156 ჰა მოიცავს. მისი გაშენება დაახლოებით 1625 წელს დაიწყო. აქ დაახლოებით 5000 მდე მცენარეა.

                1927 წელს დაარსდა ზოოპარკი.

                დასვენება–გაჯანსაღება: მუშტაიდი, მთაწმინდა, ვაკის  პარკი, ვერის პარკი, ზოოპარკი, მზიური, ბოტანიკური ბაღი, გოგირდის აბანოები, ლაგუნა ვერე, კუს ტბა, „თბილისის ზღვა";

                ქალაქი ისტორიულად ცნობილია მულტიკულტურალური გარემოთი და ტოლერანტულობით. ქალაქის თბილისის ძველ უბან, კალაში, რამდენიმე საუკუნეა გვერდიგვერდ დგას ქართული მართმადიდებლური ეკლესია, სომხური გრიგორიანული სალოცავი, სინაგოგა და მეჩეთი, რომელშიც სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ. ამავე უბანშია ცეცხთაყვანისმცემლობის საკულტო ნაგებობის ნაშთი „ათეჟგა";            

                ქალაქის უმნიშვნელოვანესი ღირშესანიშნაობებია:

                თბილისის ციხე-ნარიყალა. იგი სხვადასხვა სახელით ჯერ კიდევ IV ს-დან გვხვდება. მას ჰქონდა უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ციხე მრავალგზის იქნა მტერთა მიერ აოხრებული.

                მეტეხის ეკლესია. იგი დგას მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის დიდგუმბათიანი ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია და აგებულია XIII საუკუნეში, მეფე დემეტრე II თავდადებულის დროს. ეზოში დგას მეფის ვახტანგ გორგასლის ძეგლი.

                სიონის საკათედრო ტაძარი –  ღვთისმშობლის მიძინების ეს ეკლესია აგებულია VI ს-ში. იგი ბევრჯერ დაანგრიეს მტრებმა, საბოლოო სახე მიიღო XVII-XVIII სს-ში.  ეკლესიის ეზოში დგას 1425 წ. აგებული სამრეკლო, თბილისი. სიონის ქ. 4.

                ჯვარის მამა – ეს პატარა, მშვენიერი გუმბათიანი ეკლესია ზოგიერთი მოსაზრებით VI ს.-ის ძეგლია, რომელიც XIII ს- ში დაანგრიეს მონღოლებმა. ლესელიძის ქუჩა #41.

                ანჩისხატი – ეს მშვენიერი ბაზილიკა VI ს-ში აგებულია ვახტანგ გორგასლის შვილის დაჩის მიერ. ეწოდებოდა წმ. მარინეს სახელი. XVII ს-ში აჩნიდან ჩამოტანილი იქნა იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი. ამის შემდეგ ეკლესიას ეწოდა ანჩის ხატი. ტაძარი მდებარეობს შავთელის ქუჩაზე.

ლურჯი მონასტერი – ანდრია პირველწოდებულის სახელობის   ეკლესია აშენებულია XII ს-ში თამარ მეფის დროს, იგი დაუნგრევიათ მონღოლებს. დღევანდელი სახე მიიღო 1873

                თბილისის სამების ეკლესია. აგებულია 1790 წელს, გუმბათიანია და მოხატული. 1863 წლის 10 აგვისტოს აქ დაიწერეს ჯვარი ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა. დგას გრ. აბაშიძის ქუჩაზე, #6.

                მამადავითის ეკლესია. დგას მთაწმინდაზე, აქ ჯერ კიდევ VI ს-ში ასურელ მამა დავითს სენაკი გამოუქვაბავს. დღევანდელი ეკლესია აგებულია 1542 წ. იგი გუმბათიანია და მოხატული. მის ეზოშია მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

                 ქაშვეთის ეკლესია. დღევანდელი ტაძრის ადგილას VI ს-ში იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული ეკლესია. ძველი ეკლესია მლოცველებს ვეღარ იტევდა, ამიტომ 1753 წელს დაასრულეს ახალი ტაძარი. დღევანდელი ეკლესია კი აგებულია 1910 წელს. ტაძარი დგას რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ.

                დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესია. შუა საუკუნეებში დიდუბეში ყოფილა მეფის სასახლე, ეკლესია, ბაღები, სხვათა შორის დიდუბეში იქორწინა თამარ მეფემ დავით სოსლანზე 1189 წელს. დიდუბის ახალი ეკლესია აგებულია 1884 წ. აქვს კარგი მოხატულობა, მდებარეობს წერეთლის გამზირზე. დიდუბის ეკლესიის გვერდით არის დიდუბის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

                თბილისი დიდად დაამშვენა წმ. სამების სახელობის საკათედრო გრანდიოზულმა ტაძარმა (სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მ., ხოლო საძირკვლიდან ჯვრის ჩათვლით 97,5 მ).

             ეთნოგრაფიული მუზეუმი სადაც წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხე, მათთვის დამახასიათებელი ეზო–მიდამოთი,საცხოვრებელი სახლებითა და კოშკებით

           ქალაქს გადმოყურებს  „ქართლის დედა"––მონუმენტური ქანდაკება რომელიც ქალაქის ერთ–ერთ სიმბოლოს წარმოადგენს

 

მგზავრთა რაოდენობა

1

3-6

7-15

16-25

25-45

1 მგზავრის ტურის ფასი

150$

50$

30$

20$

15$

 

ფასში შედის

ტრანსპორტი

გიდის მომსახურეობა

 ფასში არ შდის

მუზეუმებში შესასვლელი ბილეთების ღირებულება

 
გალერეა